Nokia X3 00 - რუქები და GPS

background image

რუქები და GPS
თქვენს აპარატს არ გააჩნია შიდა GPS ანტენა. ისეთი პროგრამების

გამოსაყენებლად, რომლებსაც სჭირდება GPS კავშირი, გამოიყენეთ

თავსებადი გარე GPS მიმღები (აქსესუარები იყიდება ცალკე). დააწყვილეთ

თქვენი აპარატი და GPS მიმღები, Bluetooth უსადენო ტექნოლოგიის

გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ GPS მიმღების

მომხმარებლის სახელმძღვანელო.
შეგიძლიათ გამოიყენოთ მდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემა

(GPS), რუქების პროგრამის მხარდასაჭერად. გაარკვიეთ თქვენი

მდებარეობა, ან გაზომეთ მანძილი და აიღეთ კოორდინატები.

თქვენი აპარატის გარე GPS მიმღებთან დაწყვილების შემდეგ, აპარატს

შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე წუთი, სანამ მასზე გამოჩნდება თქვენი

მიმდინარე მდებარეობა.

მდებარეობის განმსაზღვრელ გლობალურ სისტემას (GPS)-ს მართავს

შეერთებული შტატების მთავრობა, რომელიც პირადად იღებს

პასუხისმგებლობას მის ზუსტსა და გამართულ მუშაობაზე. ადგილობრივი

მონაცემების სიზუსტეზე შეიძლება გავლენა იქონიოს GPS სატელიტების

დარეგულირებამ, რომელსაც ახდენს შეერთებული შტატების მთავრობა

და რომელიც ექვემდებარება შეცვლას შეერთებული შტატების თავდაცვის

დეპარტამენტის სამოქალაქო GPS-ის პოლიტიკისა და ფედერალური

რადიონავიგაციის გეგმის შესაბამისად. სატელიტის უბრალო

გეომეტრიულ ფორმას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს სიზუსტეზე.

GPS სიგნალების არსებობასა და ხარისხზე შეიძლება იმოქმედოს თქვენმა

78

რუქები

background image

მდებარეობამ, შენობამ, ბუნებრივმა ხელისშემშლელმა პირობებმა და

ამინდმა. GPS სიგნალები შეიძლება ვერ მიიღოთ შენობაში ან მეტროში და

შეიძლება მათ გავრცელებას ხელი შეუშალოს ისეთმა მასალებმა,

როგორიცაა ბეტონი და რკინა.
GPS არ უნდა იქნას გამოყენებული ზუსტი მდებარეობის დასადგენად და

არ უნდა ენდოთ მხოლოდ GPS მიმღებისა და ფიჭური რადიოქსელების

მონაცემებს მდებარეობის შესახებ, პოზიციის შერჩევის და ნავიგაციის

დროს.