
ზარის პარამეტრები
აირჩიეთ
მენიუ
>
პარამეტრები
და
ზარი
და რომელიმე შემდეგიდან:
ზარის გადამისამარ — გადაამისამართეთ შემოსული ზარები (ქსელის
მომსახურება). შეიძლება ვერ გადაგზავნოთ თქვენი ზარები, თუ აქტიურია
ზარის შეზღუდვის ზოგიერთი ფუნქცია.
პასუხი ნებისმ კლავ — შემოსულ ზარზე პასუხი შეგიძლიათ ნებისმიერ
ღილაკზე მსუბუქად დაჭერით, გარდა გამორთვის, მარცხენა ან მარჯვენა
გადახვევის და დასრულების ღილაკებისა.
იყავით მუდმივ კავშირში
45

ზარ ავტო გამეორ — მოწყობილობა ავტომატურად იმეორებს ნომრის
აკრეფას, როდესაც ზარი ვერ ხორციელდება. ტელეფონი 10–ჯერ ცდის
ნომერზე დარეკვას.
ხმის გასუფთავება — გააუმჯობესეთ წარმოთქმული სიტყვის
გარჩევადობა, განსაკუთრებით ხმაურიან გარემოში.
სწრაფი დარეკვა — დარეკეთ ნომერზე და სახელზე, მისთვის მინიჭებულ
რიცხვით ღილაკზე (2-9) ხანგრძლივად დაჭერით.
ზარის ლოდინი — ქსელი გატყობინებთ თქვენი საუბრის დროს
შემოსული ზარების შესახებ (ქსელის მომსახურება).
ზარ დროის ჩვენებ — აჩვენეთ მიმდინარე ზარის ხანგრძლივობა.
შეჯამება ზარის შემდ — თითოეული ზარის შემდეგ აჩვენეთ მისი
დაახლოებითი ხანგრძლივობა.
ჩმ. აბონენ. ID-ს გაგზ. — აჩვენეთ თქვენი ნომერი მას, ვისაც ურეკავთ
(ქსელის მომსახურება). თქვენი სერვისის პროვაიდერის მიერ
დადასტურებული სერვისების გამოსაყენებლად, აირჩიეთ
ქსელით
დაყენებ
.
გამავალი ზარებ ხაზი — აირჩიეთ სატელეფონო ხაზი ზარების
განსახორციელებლად, თუ თქვენს SIM ბარათს შეუძლია რამდენიმე
სატელეფონო ხაზზე მუშაობა (ქსელური მომსახურება).
ზარ პასუხ სალაიდ — სლაიდერის გახსნით ან დახურვით, უპასუხეთ
ზარს ან დაასრულეთ იგი.