
პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები, კომპიუტერის გამოყენებით
Nokia Software Updater არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც
საშუალებას გაძლევთ განაახლოთ თქვენი მოწყობილობის პროგრამული
უზრუნველყოფა. მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფის
განახლებისთვის თქვენ გჭირდებათ თავსებადი კომპიუტერი,
ინტერნეტზე წვდომა და თავსებადი USB მონაცემთა სადენი თქვენი
აპარატის კომპიუტერთან შესაერთებლად.
დამატებითი ინფორმაციისთვის, უახლესი პროგრამული ვერსიების
განხილვების და Nokia Software Updater პროგრამის ჩამოტვირთვისთვის
იხილეთ www.nokia.com/softwareupdate ან თქვენი ადგილობრივი Nokia
ვებსაიტი.
მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისთვის
მოიქეცით შემდეგნაირად:
1 ჩამოტვირთეთ და დააინსტალირეთ თქვენს კომპიუტერში პროგრამა
Nokia Software Updater.
2 შეაერთეთ თქვენი აპარატი კომპიუტერთან USB მონაცემთა სადენით
და შეარჩიეთ
PC Suite
.
3 გახსენით Nokia Software Updater პროგრამა. Nokia Software Updater
პროგრამა გიხსნით, თუ როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი ფაილების
სარეზერვო ასლების შექმნა, პროგრამის განახლება და ფაილების
აღდგენა.